ჩინეთი უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ჩინეთი უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას დამატებით 10 მილიონი იუანის (1.57 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა.

19 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ყველა მხარემ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რომელიც შედეგს გამოიღებს და მშვიდობას გამოიწვევს.

„აშშ-მა და ნატომ რუსეთთან დიალოგი უნდა აწარმოონ, რათა უკრაინის კრიზისის პრობლემა გადაწყვიტონ და უსაფრთხოების სფეროში როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შეშფოთება შეამსუბუქონ“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.