დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების, მათ შორის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების, მათ შორის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების, მათ შორის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა მოსკოვს უკვე დაუწესეს სანქციების ოთხი პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას.

„აუცილებელია, რომ დავიწყოთ საუბარი ენერგეტიკულ სექტორზე და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ ნავთობზე, რადგან ეს რუსეთის ბიუჯეტის ყველაზე დიდი შემოსავალია“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიუსელს ვიზიტით ეწვევა, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს.