საქართველოს მიმართ განვითარდეს მომავალში მოვლენები და პროგნოზებით ლაპარაკი არასრულფასოვანი მქონია. ეს განვითარდა კიდევაც და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბორის ჯონსოსნი განცხადებასთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, როცა მსოფლიოში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ეს სისასტიკე, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინაში, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ გარკვეული პროცრესების მართვა შეიძლება იმ კუთხით განვითარდეს რუსეთის მხრიდან, რომელსაც საკმაოდ ემოციისგან დაცლილი სასტიკი სახე აქვს.
„ის, რომ ჩვენ როგორღაც მდგომარეობიდნა გამოვედით და განვითარების სტაბილური ტენდენცია შევინარჩუნეთ, ეს საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგია. საქართველოში რომ განვითარდა მოვლენები, იმ პერიოდში, საგანგებო ყურადღება რომ ყოფილიყო ამ საკითხების მიმართ და ის ტაშ-ფანდურში არ გადაქცეულიყო ჩვენი რეალური პრობლემები რაც გვქონდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყიჟინაში არ გადაიყვანა ის ტრაგედია, რაც მაშინ თავს დაგვატყდა. ცხედრები ჯერ გაციებული არ იყო, რაღაცა კულტურული გაცვლების თემაზე დაიწყო საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ლაპარაკი და ახლა დასავლეთს ვაბრალებთ რატომ ყურადღება არ მიაქციე თავის დროზე საქართველოს და თუნდაც მოლდოვას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა: მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა უკრაინაში თავის მიზანს ვერ მიაღწიოს, ვინაიდან წარმატების მიღწევის შემთხვევაში ის უკრაინაში არ გაჩერდება. უკრაინაში თავისუფლების მარცხი აისახება საქართველოსა და მოლდოვაზე.