მიხეილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა კვირები გაგრძელდეს

მიხეილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა კვირები გაგრძელდეს

რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები შესაძლოა სულ მცირე რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებს უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და სადავო ტერიტორიების პოლიტიკური დარეგულირება წარმოადგენს.

„არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც დათმობებზე წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დავთმოთ რომელიმე ტერიტორია. ის, რაც შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს, ცეცხლის შეწყვეტაა, რომელიც მეტი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.