რადას დეპუტატის, ივან კრულკოს განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა

რადას დეპუტატის, ივან კრულკოს განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ივან კრულკოს განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი, მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. ამის შესახებ რადას დეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკის ელჩის გასაწვევად მიზეზები „საკმარისად ჰქონდა“, რომელთა შორის ისიცაა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მთავრობა არ მიჰყვება ხალხის პოზიციას.

„რამდენადაც მე მესმის, მიზეზი მხოლოდ ომის ვითარებაში საქართველოს თავშეკავებული პოზიცია არ იყო. არის სხვა მიზეზებიც მსგავსი ქმედებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და რომელიც დააკავეს და დააპატიმრეს საქართველოში, ეს ერთი მომენტია. უკრაინის ელჩს საქართველოში მე პირადად ვიცნობ, პროფესიონალი დიპლომატია, ის ახლა კონსულტაციებზე იმყოფება და იმედი მაქვს, რომ ის უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას და გააგრძელებს პროფესიონალურ მუშაობას თბილისში, უკრაინის ინტერების დაცვისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებისთვის. მაგრამ მიზეზები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, პრეზიდენტ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა და ისინი ზუსტადაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ოფიციალური ხელისუფლება ყოველთვის არ მიჰყვება იმას, რასაც გრძნობს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობისა და ხალხის უმრავლესობა,“- განაცხადა ივან კრულკომ.

„ინტერპრესნიუსი“ ინტერვიუს სრულ ვერსიას რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.

amo ერთ დღესაც ამოუვა ხალხს ყელში ქვეყნის შიდა საქმეებში არამკითხე, შეურაცმყოფელი ჩარევა და ნეიტრალიტეტზე ფიქრი მერე ნახე.
3 წლის უკან
ლაზი რა დამოკიდებულებასაც, საქართველოს მიმართ, უკრაინის ხელისუფლებები ახორციელებენ, თავმოყვარე სახელმწიფო ელჩს გამოიწვევდა კი არა, დიპლომატიურ ურთიერთობებსაც გაწყვეტდა, მაგრამ ადრე თუ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, ახლა უკვე, ცოტა ჩრდილო-დასავლეთით ამოდის. შედეგიც არ აყოვნებს. აგერ კულებამ გამოგვიცხადა რას აგვეკიდეთო, არადა ყველას დამოუკიდებლობამ საქართველოს მხრებზე გადაიარა.
3 წლის უკან
Ninja 100% გეთანხმებით, განსაკუთრებით ბოლო წინადადებაზე
3 წლის უკან
Ninja მიშას გულისთვის თუ გაიწვია, მიშა ხუთი თვეა პატიმრობაშია და ახლა გაახსენდა?
3 წლის უკან