ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს: გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს: გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 22-ე დღის შეჯამებისას, რუსი სამხედროების დედებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები.

„ყველა დედამ, რომელმაც იცის, რომ შვილი გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უნდა შეამოწმოს, სად არის მისი შვილი. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ვერ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს, უთხრეს, რომ მათი შვილები დაიღუპნენ და ცხედრები არ დააბრუნეს. ჩვენ არ ვგეგმავდით ათასობით ტყვის აყვანა. არ გვჭირდება 13 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა. გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.