ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი დედები უკრაინაში იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში ერთად

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი დედები უკრაინაში იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში ერთად

თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე მათ ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებში ერთად დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, გადარჩენის შანსს მიიღებს.

„მივმართავ რუს წვევამდელებს, ასევე სხვა რუს ჯარისკაცებსაც: დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.