The New York Times: აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, რუსეთის არმიამ 7 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა

The New York Times: აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, რუსეთის არმიამ 7 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, რუსეთის არმიამ 7 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი აღემატება ერაყსა და ავღანეთში 20 წლის განმავლობაში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობას.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, დაჭრილი რუსი სამხედროების რიცხვი 14-დან 21 ათასამდე მერყეობს.

გარდა ამისა, უკრაინის, ნატოსა და რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბრძოლაში, სულ მცირე, სამი გენერალი დაკარგეს.