ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და რეალური დაცვა უკრაინისთვის

რუსეთთან მოლაპარაკების დროს პრიორიტეტი არის უკრაინის სახელმწიფოს დაცვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მშვიდობისთვის მოლაპარაკება რუსულ დელეგაციასთან გრძელდება. მინდა, ყველამ მომისმინოს, ყველა მოქალაქემ. მოლაპარაკება გრძელდება უკრაინისთვის. ჩემი პრიორიტეტები არის ცხადი – ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარანტიები და რეალური დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.