ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.
„უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, წლებია მეგობრული ურთიერთობები არსებობს და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იქნება ეს ევროსაბჭო, გაერო, ჩვენი მხრიდან იყო მხარდაჭერა გამოხატული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმართ. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები“, -აღნიშნა კახა კალაძემ.