მიხეილ პოდოლიაკი: გაზეთ Financial Times-მა შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ასახავს

მიხეილ პოდოლიაკი: გაზეთ Financial Times-მა შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ასახავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი გაზეთ Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას მოიცავს, თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს.

„Financial Times-მა შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ასახავს. არაფერს მეტს. უკრაინას საკუთარი პოზიცია აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული სამხედროების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან“, - წერს მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე.