იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საშიშროება

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საშიშროება

იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაპირთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის ტოკიოს 700 ათასი მცხოვრები.

ამ ეტაპზე ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

2011 წელს ამავე რეგიონში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, შემდეგ კი ცუნამიმ 20 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიური უბედურების შედეგად ატომური ელექტროსადგურის „ფუკუშიმა-1“-ის დაზიანება ჩერნობილის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რადიაციული ავარია გახდა.