ნატო: საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ

ნატო: საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ

საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების არარსებობის რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელიც გავლენას ახდენს უკრაინელ ხალხზე. ეს გამანადგურებელია მათთვის. თუმცა, ეს ასევე ზეწოლას ახდენს ჩვენს სამეზობლოში იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან და რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღევანდელ შეხვედრას დაესწრო. ყველა მოკავშირემ მას ყურადღებით მოუსმინა. მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე საქართველო დგას, როგორც ქვეყანა, რომელმაც იხილა რუსეთის აგრესიის შედეგები. გაკვეთილი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ იმ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც რისკის ქვეშ ახლა იმყოფებიან. მათ ახლა უნდა დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა. უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ. ამიტომაც მოვუწოდებ ნატოს მოკავშირეებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს და ეს ლიდერების მესიჯიც იყო დღევანდელ შეხვედრაზე“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ლაზი ასე აძლიერბდნენ უკრაინის მხარდაჭერასაც და ახლა ერთხმად აცხადებენ, კიევის თავზე არავითარი არასაფრენი ზონა არ შეიქმნებაო. დიდ ბრძოლის გადატანა მოუწევს ჩვენს მთავრობას, ომი რომ ააცილოს ქვეყანას. ერთბაშად სარკოზივით არ ირბინოს ახლა ვიმემ მოსკოვსა და თბილისს შორის. ყველა გატრუნულია. უკრაინა მათ საქმეს აკეთებს, რისთვისაც მილიარდებს კი გამოუყფენ, მაგრამ ადამიანურ მსხვერპლს ვინ აანაზღაურებს. ხალხმა იკითხოს თორემ ...
3 წლის უკან