დიდი ბრიტანეთი თავდაცვის მინისტრი: მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ - ნატო არის ალიანსი, რომლისთვისაც ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს

დიდი ბრიტანეთი თავდაცვის მინისტრი: მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ - ნატო არის ალიანსი, რომლისთვისაც ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს

არის ქვეყანა – უკრაინა, რომელიც არის ალყაში რუსეთის აგრესიული შეიარაღებული ძალების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათ სურთ, შეუერთდნენ ამ ალიანსს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ მათი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენთვის პრივილეგიაა, რომ ვართ ამ ალიანსის ნაწილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპისთვის და ჩრდილოეთ ატლანტიკისთვის. უნდა გვახსოვდეს, რამდენად იღბლიანები ვართ. ამავე დროს, არის ქვეყანა – უკრაინა, რომელიც არის ალყაში რუსეთის აგრესიული შეიარაღებული ძალების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათ სურთ, შეუერთდნენ ამ ალიანსს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ მათი მხარდაჭერისთვის. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლისთვისაც ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენ ვხვდებით პირველ სესიაზე საქართველოს, უკრაინისა და ასევე სხვა ქვეყნების მინისტრებს, როგორიც არიან შვედეთი და ფინეთი, ეს არის ამ ალიანსის მთელი არსი, ვართ 30 წევრი, თუმცა ასევე, გვაქვს გავლენა და სიახლოვე იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ნატოში დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა მინისტერილი გაიმართება.