გიორგი გამსახურდია: „ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგავში“

გიორგი გამსახურდია: „ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგავში“

„არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან, ყოფილი თუ მომქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროვება და მათზე საუბარი (მერე, ხელმოცარულების მიერ, ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია). არ არის ეს სწორი და ჩემის აზრით არც ეხლა არის მაგის დრო, როდესაც მსოფლიო რუსეთმა ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

უბრალოდ, საქმე ეხება შემდეგს, მე როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს, კოლხური კოშკი მის, ისტორიულ საზღვრებში გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.

მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხავენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან და ჩემის აზრით, ეს ხალხი უფრო ზიანს განიცდიან ვიდრე მათი ადრესატები.

ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგავშიდა დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო კოშკის გარშემო სხვა ტერიტორია, მოხმარდება ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია.