ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს

15 მარტს უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პირველ პირს მოკლულის ვინაობა არ დაუსახელებია.

როგორც რუსული მედია წერს, მოკლული მაიორ-გენერლის ფოტო მანამდე უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. მოგვიანებით უკრაინულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ის ოლეგ მიატევია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და უკრაინულ ძალოვან უწყებებს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.