კახა კალაძე: მეტროს ტენდერთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით - არავის გავუტარებთ სიცრუეს

კახა კალაძე: მეტროს ტენდერთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით - არავის გავუტარებთ სიცრუეს

თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავროობის სდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საკითხის ირგვლივ ბევრი ბინძური და არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ, თუმცა, მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე და სიყალბეზე.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავის არ გავუტარებთ სიცრუეს და არავის გავუტარებთ იმას, რომს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. კონკრეტული ტენდერები ეხება მეტროს ტენდერთან დაკავშირებულ არსებულ სიტუაციას. ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერის გამოცხადების შემთხვევაშიც. თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რამდენიმე ეტაპია და შესაბამისად ჩვენც, მოგვიწია ამ ეტაპების გავლა. არ მოგესმათ ნამდვილად 2020 წლის თებერვალში იყო გამოცხადებული ეს ტენდერი. 2021 წლის ნოემბერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული ეს აღნიშნული კომპანია. ამას რატომ ვამბობ. თქვენ იცით, რომ პირდაპირ ომსა სანქციებს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს და რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება მოვისმინეთ ე,წ პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე და სიყალბეზე. მერე დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალური და ნამდვილია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან მისი თქმით, კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში პროდუქცია მიწოდებული აქვს სოფიასთვის, ბუდაპეშტისთვის და ასევე სერბეთისთვის. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, რომ თითქოს აღნიშნული კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით.

„ამდენი ტყუილის მოგონება, არ ვიცი ეს ყველაფერი რას უკავშირდება. მაგათ ჰგოიათ, რომ ჩვენს წყალს ჩავიგუბებთ, პირში და გვჩუმდებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას, არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისი მერის თქმით, ტენდერის ფარგლებში ვაგონების შესყიდვა გაგრძელდება.