აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ომის დამნაშავეს და მის წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.
„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, - განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.