უკრაინის ეროვნული პოლიცია: ხარკოვში 600 საცხოვრებელი სრულადაა განადგურებული, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

უკრაინის ეროვნული პოლიცია: ხარკოვში 600 საცხოვრებელი სრულადაა განადგურებული, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

„ხარკოვში ყოველდღე ძლიერი აფეთქებებია, 600 საცხოვრებელი სრულადაა განადგურებული, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა“, - აღნიშნულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები იცავენ მოქალაქეების ინტერესებს და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრაში.

„პოლიცია ყოველდღე სტუმრობს ადგილებს, სადაც ხარკოვის მცხოვრებლები იძულებულნი არიან, დაემალონ მტრის არმიის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს და, მოხალისეებთან ერთად, ადამიანებს საკვებს, წამლებსა და ჰიგიენურ ნივთებს ურიგებენ“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.