ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს: ვიდრე თქვენი ქვეყანა დიდ ჩრდილოეთ კორეად არ იქცა, უნდა იბრძოლოთ

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს: ვიდრე თქვენი ქვეყანა დიდ ჩრდილოეთ კორეად არ იქცა, უნდა იბრძოლოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთში მოქმედ რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიონ.

„მადლობას ვუხდი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ წყვეტენ სიმართლის თქმას. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დეზინფორმაციას ებრძვის და სიმართლეს, რეალურ ფაქტებს უყვება თავის მეგობრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორს, რომელმაც პირდაპირ ეთერში პლაკატი წარწერით „არა ომს“ გაშალა.

„მადლობას ვუხდი მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს. ვიდრე თქვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოსგან საბოლოოდ არ ჩაიკეტა და დიდ ჩრდილოეთ კორეად არ იქცა, უნდა იბრძოლოთ. თქვენი შანსი არ უნდა დაკარგოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.