პრეზიდენტი: არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში

პრეზიდენტი: არ და ვერ შევალ სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის ხელახლა განხილვას არ გეგმავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივებას გამოიწვევს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„არა და არასოდეს“, - ასე უპასუხა იანვარში სალომე ზურაბიშვილმა კითხვას იმის შესახებ შეიწყალებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს.