გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ევროპამ და ნატომ შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საშუალება არ მისცეს.
გაზეთ Frankfurter Allgemeine-სთან ინტერვიუში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის, ნატოსა და დასავლეთისთვის შეცდომა იყო შეცდომა იყო უკრაინისთვის კარის ღიად დატოვება და ამავდროულად თქმა, რომ იქ ვერ შევიდოდა.
„ევროპისთვის, ნატოსა დასავლეთისთვის შეცდომა იყო უკრაინისთვის კარის ღიად დატოვება და ამავდროულად თქმა: იქ ვერ შეხვალთ. ეს გამაღიზიანებელია. უკრაინამ თავი მახეში ორ ცეცხლს შორის იგრძნო. ჩვენ დავგმეთ ყირიმის ანექსია, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, თუმცა ავაშენეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. გვინდოდა, რომ უკრაინას თავი დაეცვა და შესაბამისად ევროპის უსაფრთხოება დაეცვა, მაგრამ არა ჩვენი იარაღით. რუსეთისგან დაცვის პირობა მივეცით, თუმცა ნატოში გაწევრიანების საშუალებას არ ვაძლევდით. უნდა ვაღიაროთ, რომ არათანმიმდევრული ვიყავით ჩვენს პოზიციაში“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.