მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში, სამშობიარო სახლზე რუსული სამხედრო ძალის ავიაიერიშის დროს დაშავებული ერთ-ერთი ორსული გარდაიცვალა

მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში, სამშობიარო სახლზე რუსული სამხედრო ძალის ავიაიერიშის დროს დაშავებული ერთ-ერთი ორსული გარდაიცვალა

მარიუპოლში ერთ-ერთი ორსული გარდაიცვალა, რომელიც რუსული სამხედრო ძალის ავიაიერიშის დროს სამშობიაროში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ რეპორტიორი ასია დოლინა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მარიუპოლში #3 ბავშვთა საავადმყოფოზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაბომბვის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ორსული, რომელიც ფოტოსურათებსა და ვიდეოში საკაცეზე მწოლიარე ჩანს, ვერ გადარჩა. გარდაიცვალა მისი ჯერ არ დაბადებული შვილიც,“- განაცხადა ჟურნალისტმა.