ლვოვის მერი:  ჩვენ გვჭირდება დახურული ცა - ხვალ რუსული რაკეტები ევროკავშირში იქნებიან

ლვოვის მერი: ჩვენ გვჭირდება დახურული ცა - ხვალ რუსული რაკეტები ევროკავშირში იქნებიან

ჩვენ გვჭირდება დახურული ცა, გვჭირდება სამხედრო ტექნიკა... ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილება დღეს. ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გვჭირდება დღეს და არა ხვალ. ხვალ რუსული რაკეტები ევროკავშირში იქნებიან , - ამის შესახებ უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ BBC-ის განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს დილით მომხდარი თავდასხმა შოკისმომგვრელი იყო.

ანდრეი სადოვიმ აღნიშნა, რომ ლვოვი დღეს არის ომისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრი.

„200 000-ზე მეტი ადამიანი მოდის ლვოვში... და ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი მოვალეობაა მივცე მათ მაქსიმუმი. ეს ჩემი საქმეა“, - დასძინა მან.

კითხვაზე, არის თუ არა ლვოვი, როგორც ნატოს ქვეყნებთან ახლოს მყოფი ქალაქი, სამიზნე, მან უპასუხა, რომ ლვოვი უკრაინის სხვა ქალაქების ანალოგიურ სიტუაციაშია, რადგან ძნელია პროგნოზირება, რომელი იქნება რუსეთის შემდეგი სამიზნე.

ლვოვის მერმა BBC-სთან ინტერვიუსას აღნიშნა, რომ მას ჰქონდა შეხვედრები პოლონელ პოლიტიკოსებთან და მერებთან, რა დროსაც მისი თქმით მათ „ძალიან ძლიერი მესიჯი“ გაუგზავნა.

„ჩვენ გვჭირდება სამხედრო ტექნიკა, გვჭირდება ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, გვჭირდება ჩაფხუტები… ჩვენ გვჭირდება ერთად მხარდაჭერა და დახმარება, დახმარება დევნილებისთვის და დახმარება უკრაინის ჯარებისთვის“, - დასძინა მან.