სასულიერო პირებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს [Video]

სასულიერო პირებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს [Video]

სასულიერო პირებმა და სხვა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი გააღვიეს, ისინი მიემართებიან პუშკინის სკვერისკენ, სადაც "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები არიან.

პარალელურად, პოლიციას შემთხვევის ადგილიდან, ანუ პუშკინის სკვერიდან გაჰყავს აქციის მონაწილეები.

დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები კი, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს, ლესელიძის გამზირზე გადაადგილდებიან. ასეულობით ადამიანი გარბის ამ წუთებში აღნიშნულ ტერიტორიაზე, ისინი ცდილობენ დაეწიონ აქციის მონაწილეებს, რომლებიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.

პოლიციამ სასულიერო პირებს და მათ მხარდამჭერებს ვერ აკავებს. მათი ნაწილი კოლმეურნეობის მოედნისკენ მიდის, რადგან მათი ინფორმაციით, იქ არიან აქციის მონაწილეები, რომლებთანაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებენ.

"ნეტგაზეთის" კორესპონდენტის ცნობით, თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის პოლიცია არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ხალხის მასის უკონტროლოდ გადაადგილებას და მათ უპრობლემოდ ატარებენ.

ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს აქციის მონაწილეებმა, რომელშიც იმ აქციის მონაწილე ორი გოგონა იჯდა, რომლებიც ჰომოფობიას აპროტესტებდნენ. სიტუაციის განმუხტვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავტობუსში სასულიერო პირი ავიდა და მძღოლს მისცა ტრანსპორტის დაძვრის საშუალება.