ჩერნიგოვის მერის ინფორმაციით, ქალაქი ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა

ჩერნიგოვის მერის ინფორმაციით, ქალაქი ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა

უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა - ამის შესახებ ჩერნიგოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჩერნიგოვში გრძელდება სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ავიაციის გამოყენებით.

„იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ძალიან ბევრი დაჭრილი. მტერი ახორციელებს დარტყმებს იქ, სადაც არასდროს ყოფილან სამხედროები. მტერმა მიიტანა იერიში სასტუმრო „უკრაინაზე“. სასტუმრო აღარ არსებობს, მაგრამ უკრაინა დარჩა“, - აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.