ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღს უკრაინა ან შეერთებული შტატები ინახავენ, რაც სახიფათოა“, - აღნიშნა ჯონსონმა.