ჟოზეფ ბორელი: ნატო არ აპირებს ამ ომში ჩართვას, ვცდილობთ არ დავუშვათ, რომ რაიმე ინციდენტმა ამისკენ გვიბიძგოს

ჟოზეფ ბორელი: ნატო არ აპირებს ამ ომში ჩართვას, ვცდილობთ არ დავუშვათ, რომ რაიმე ინციდენტმა ამისკენ გვიბიძგოს

ნატო არ გახდება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე, იმიტომ რომ ეს მესამე მსოფლიო ომში შეიძლება გადაიზარდოს. ამის შესახებ ესპანურ ტელეარხ La Sexta-სთან ინტერვიუში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლებლობას ნატოს ჩართვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, ბორელმა განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი განიხილება.

„ნატო არ აპირებს ამ ომში ჩართვას. ამის შესახებ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმაც და აშშ-ის პრეზიდენტმაც. ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომი, ბირთვული ომი. ვცდილობთ არ დავუშვათ, რომ რაიმე ინციდენტმა ამისკენ გვიბიძგოს“, - განაცხადა ბორელმა.