ამერიკამ კარგად იცის, რომ საქართველო მოკავშირეა, ჩვენ იქ ვიდექით სადაც მსოფლიოს სჭირდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„32 ახალგაზრდა კაცი დავკარგეთ ჩვენი ქართული ოჯახებიდან. ამდენი ადამიანი კიდევ დაჭრა და ჯანმრთელობა შეელახა. რატომ? იმიტომ, რომ ერთად ვიომეთ. განა იმიტომ, რომ ვიღაცის წინაშე ვკეკლუცობდით, როგორც ახლა „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები აკეთებენ, არამედ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენს ოჯახებს ვიცავდით და ჩვენს ქვეყანას. საქმე გვქონდა ისეთ დიდ საფრთხესთან, როგორიც ტერორიზმია. იქ ვიდექით სადაც მსოფლიოს სჭირდებოდა და მსოფლიოს ნაწილია საქართველოც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.