BBC: ჩერნობილის სადგურის თანამშრომლები დღეში მხოლოდ ერთხელ, პურსა და ფაფას ჭამენ - ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა წნეხმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მათ უნარზე, შეასრულონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავიანთი მოვალეობები

„თითქმის 2 კვირაა, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომუშავე ადამიანები ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ არიან“, - ამბობს სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი BBC-სთან საუბრისას.

ბრიტანული მაუწყებელი წერს, რომ, შესაძლოა, სტრესმა, ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა წნეხმა, გავლენა იქონიოს ელექტროსადგურის თანამშრომელთა უნარზე, შეასრულონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავიანთი მოვალეობები.

სლავუტიჩის მერის თქმით, ამ პირობებში, მუშებს კონცენტრაცია სულ უფრო და უფრო უჭირთ, რაც საფრთხეს ქმნის.

ბრიტანულ მაუწყებელთან საუბრისას, მერმა აღნიშნა, რომ ოკუპანტების ხელში აღმოჩენილ სადგურში 2 400-მდე ადამიანია - მეცნიერები, ტექნიკური, სამედიცინო პერსონალი და მზარეულები.

„მათ ადგილზე გარკვეული რაოდენობის საკვები აქვთ, თუმცა, რადგან არ იციან, რამდენი ხნით მოუწევს იქ დარჩენა, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ. მათი ძირითადი საკვები პური და ფაფაა“, - ამბობს მერი.

მისივე თქმით, ამ ადამიანებისთვის შეზღუდულია მედიკამენტებზე წვდომაც. ფომიჩევი ამბობს, რომ ამჟამად, არ არსებობს მუშების ტერიტორიიდან გაყვანის უსაფრთხო გზა.