გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რა მიზეზით აცხადებს ნატო უარს უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე. ამ თემაზე ანალენა ბერბოკმა ტელეკომპანია ARD-ს ეთერში ისაუბრა.
„უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში ნატოს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ეს ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე ამ საშინელი ომის დროს, მაგრამ ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა ARD-ის ეთერში.
უკრაინა ნატოს ქვეყნებს საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სთხოვს.