ლატვია რუსეთში დევნილი ჟურნალისტების მისაღებად მზად არის. შესაბამისი განცხადება Twitter-ზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს ლინკევიჩუსმა გამოაქვეყნა.
„მაშინ, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ხურავს და სრულ ცენზურას აწესებს, ვადასტურებ ლატვიის მზადყოფნას უმასპინძლოს რუსეთში დევნილ ჟურნალისტებს და მათ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს. რუსულმა საზოგადოებამ - რუსეთში და მთელს მსოფლიოში - სანდო და ობიექტური ინფორმაცია უნდა მიიღოს“, - წერს ლინკევიჩუსი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთი 150-მდე ჟურნალისტმა დატოვა.