უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ახლოვდება დრო, როცა რუსი ჯარი და წვევამდელები რუსეთის ყველა სარდაფში დაიწყებენ დამალვას, რათა ჩვენი ქვეყნის დამცველებთან საბრძოლველად არ გამოგზავნონ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ახლოვდება დრო, როცა რუსი ჯარი და წვევამდელები რუსეთის ყველა სარდაფში დაიწყებენ დამალვას, რათა ჩვენი ქვეყნის დამცველებთან საბრძოლველად არ გამოგზავნონ

„რაოდენობით, მტერი ჩვენზე ბევრია და ჯერ კიდევ ჭარბობს ზღვაშიც და ჰაერშიც, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ომის დროს, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი და უკრაინის ერთი მოქალაქე ათობით რუსი ოკუპანტის პირისპირ დგება“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის დროებით დაკავებული პუნქტები მალე გათავისუფლდებიან ოკუპანტებისგან.

„ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა, მტერთან შედარებით, არის უკრაინის საზოგადოების ერთიანობაა. რუსეთს არ ესმის, რა არის თვითორგანიზაცია და რას ნიშნავს რეალური ნდობა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ათწლეულების განმავლობაში, ისინი ანადგურებდნენ ხალხის თავისუფლებასა და ღირსებას, რათა მორჩილი მოსახლეობა მიეღოთ. ახლოვდება დრო, როცა რუსი ჯარი და წვევამდელები რუსეთის ყველა სარდაფში დაიწყებენ დამალვას, რათა ჩვენი ქვეყნის დამცველებთან საბრძოლველად არ გამოგზავნონ. ჩვენ დავაბრუნებთ ყველა დროებით დაკავებულ ქალაქსა და სოფელს - ხერსონს, კახოვკას, მელიტოპოლს, ბერდიანსკისა და გენიჩესკის მაგალითებმა აჩვენეს, რომ ოკუპანტებს უჯობთ, მალე მოგვშორდნენ, ვიდრე გვიანი არაა“, - აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო.