ენტონი ბლინკენი: უკრაინას სავსებით შეუძლია, რუსეთთან ომში გაიმარჯვოს

ენტონი ბლინკენი: უკრაინას სავსებით შეუძლია, რუსეთთან ომში გაიმარჯვოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გაიმარჯვოს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ მოსკოვი აპირებს, დაამხოს უკრაინის ხელისუფლება და მარიონეტული რეჟიმი დაამკვიდროს, 45 მილიონი უკრაინელი ამას შეეწინააღმდეგება“, - აცხადებს ბლინკენი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ უკრაინელი ხალხი განსაკუთრებულ სიმტკიცეს ავლენს.

ბლინკენის განცხადებით, ომი უკვე არ მიმდინარეობს ისე, როგორც ამას რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა.