რაც შეეხება გამოწვევის ფაქტს, მე არ მოვახდენდი ამის დრამატიზებას. შეიძლება რაღაც თემები აქვს დასაზუსტებელი ხელისუფლებას თავის ელჩთან, რაც ზოგადად არაა განსაკუთრებული მოვლენა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ორი დღის წინ გვქონდა საუბარი უკრაინის ელჩთან, როდესაც გაირკვა, რომ ის მოდიოდა კიევში. შევთანხმდით, რომ როდესაც ჩამოვიდოდა, დამიკავშირდებოდა. ჯერ არ დამკავშირებია, ამიტომ დასკვნას ვაკეთებ, რომ ჯერ არ ჩამოსულა. ძალიან რთულია როგორც კიევიდან გასვლა, ასევე კიევში ჩამოსვლა. ფრენები არაა, მას მესამე ქვეყნიდან მოუწევს ჩამოსვლა, ამიტომ, სავარაუდოდ, ის ჯერ არ ჩამოსულა. რაც შეეხება გამოწვევის ფაქტს, მე არ მოვახდენდი ამის დრამატიზებას. შეიძლება რაღაც თემები აქვს დასაზუსტებელი ხელისუფლებას თავის ელჩთან, რაც ზოგადად არაა განსაკუთრებული მოვლენა. მეც ვყოფილვარ თბილისში რაღაც თემებზე სასაუბროდ ხელმძღვანელობასთან და ამისგან პრობლემა არავის არ შეუქმნია. დაველოდოთ მის და უკრაინის ხელისუფლების მომდევნო განცხადებებს. წინასწარ დრამატიზება საჭირო არ - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.