ზაპაროჟიეს ელექტროსადგურზე სამხედრო მოქმედებების შედეგად გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის, სპეციალისტები მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
„პირველ რიგში ეს ბირთვული რადიაცია წავა ბელორუსისკენ და რუსეთისკენ. როგორც ჩერნობილში იყო 86 წელს, ბელორუსი ბევრად უფრო დაზარალდა, ვიდრე უკრაინა. თუ მოხდა ეს, რამდენიმე დღე, სანამ არ გაივლის ეს რადიაცია, უნდა ვისხდეთ სახლებში. მხოლოდ ეს შეიძლება, სხვა ვერაფერს გეტყვით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება“, - განაცხადა ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ღონღაძემ.