კელი დეგნანი: რუსეთი უკვე იხდის ძალიან ძვირ საფასურს იმის ფონზე, თუ რამდენად ერთიანია მსოფლიო

კელი დეგნანი: რუსეთი უკვე იხდის ძალიან ძვირ საფასურს იმის ფონზე, თუ რამდენად ერთიანია მსოფლიო

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთი უკვე იხდის ძალიან ძვირ საფასურს იმის ფონზე, თუ რამდენად ერთიანია მსოფლიო კრემლის გაუმართლებელი აგრესიის ფონზე.

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთი უკვე იხდის ძალიან ძვირ საფასურს იმის ფონზე, თუ რამდენად ერთიანია მსოფლიო ამ გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, რომელიც არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს. ძალიან რთულია ამ აგრესიის გააზრება. ჩვენ დავინახეთ ევროპისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების გაერთიანება, ქვეყნები დგებიან ერთად, რათა თქვან - არა, ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს მივცეთ უფლება, შეიჭრას მეზობელ სახელმწიფოში ძალით, არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ფუნდამენტურ პრინციპებზე, ყველა სახელმწიფოს უფლებაზე, აირჩიოს უსაფრთხოების პარტნიორები“, - ამბობს კელი დეგნანი.