ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ქვეყანა, მათ შორის დასავლური ინტეგრაციის კუთხით. დღეს, მათი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტი ჩართონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
„რა შედეგები მოჰყვება სამხედრო კონფლიქტს საქართველოსთვის, მათ შორის თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ყველასთვის ნათელია. ისინი მაინც არ იშლიან, ყველა მათი პროვოკაცია ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველო რამენაირად ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.