დავით ქართველიშვილი: ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!

დავით ქართველიშვილი: ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!

ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება! - ასე ეხმიანება  ექსპერტი  დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ დასავლური ლობისტების დაქირავების შესახებ, რომელმაც 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი  უცხოელ ლობისტებზე.

„იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ და გაუბედურებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი თავის უნამუსო და ფულის გამო ოჯახის წევრთა გამყიდველ უცხოელ ლობისტებზე, რათა გაძლიერდეს:

•    "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია

•    ამ ხელისუფლების პირობებში წარმოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი და არადემოკრატიული სახელმწიფო

•    ევროკავშრირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაკავშირებული იქნას საქართველოს საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერის "უართან"

•    აღნიშნული პროცესი შეჩერებული იქნას საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრების თემების გამო

•    სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - წარმატება მაქსიმალურად მიეწეროს ოპოზიციას, ხოლო პროცესის შესაძლო დაყოვნება - მთლიანად გადაბრალდეს არსებულ ხელისუფლებას

სწორედ ამის შედეგად გააქტიურდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსისხლე მტრები და ჩვენი მეხუთე კოლონის აქტიური საერთაშორისო წარმომადგენლები - დევიდ კრამერი, იან კელი, რასა იუკნევიჩიანე და სხვები. იუდა ისკარიოტელმაც კი დაუბრუნა ნაყოფია/კეზერაშვილის იდეოლოგიურ წინაპრებს - მისთვის გამოყოფილი სისხლიანი 30 ვერცხლი, ამათთვის ხომ არც ნამუსი და არც ეთიკურ/მორალური ნორმები არ არსებობენ. ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.