ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს

ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ბორის ჯონსონის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის თემა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა გახდა.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება ახლა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ბორის ჯონსონი აპირებს შექმნილი სიტუაციის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მიაღწიოს.

რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა.