დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.
„ამ ომის ლოგიკაა - სარაკეტო იერიშები და თავდასხმების მოწყობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, წერს პოდოლიაკი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.