ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უზრუნველყონ

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უზრუნველყონ

ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა.

„ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება, თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ შესაბამისი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო იუწყება, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია და რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება.