ნინო ფოჩხუა-ენმ-ზე:  ჯერ იყო და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ჩაშლა უნდოდათ, არ გამოვიდა, ახალა ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსზე  ხელისშეშლა, არ იღლებიან, ყველაფერზე მიდიან, სამშობლოს ღალატზეც

ნინო ფოჩხუა-ენმ-ზე:  ჯერ იყო და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ჩაშლა უნდოდათ, არ გამოვიდა, ახალა ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსზე  ხელისშეშლა, არ იღლებიან, ყველაფერზე მიდიან, სამშობლოს ღალატზეც

„ქვეყნიდან წაღებულ ფულს, ისევ ქვეყნის დანგრევაში ხარჯავენ, მერამდენედ? შეიძლება სათავისოდ გამოიყენო ეს ჯოჯოხეთი, რაც დღეს მსოფლიოში ტრიალებს?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, როგორ ცდილობს “ნაცმოძრაობა” ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლას.

„ჯერ იყო და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ჩაშლა უნდოდათ, არ გამოვიდა, ახალა ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსზე  ხელისშეშლა, არ იღლებიან, ყველაფერზე მიდიან, სამშობლოს ღალატზეც. სახელმწიფოს ინტერესები მათთვის ჩინურია, მხოლოდ პარტიული ინტერესი, მხოლოდ ძალაუფლება და ხელისუფლებაში მოსვლა. ქვეყნიდან წაღებულ ფულს, ისევ ქვეყნის დანგრევაში ხარჯავენ, მერამდენედ? შეიძლება სათავისოდ გამოიყენო ეს ჯოჯოხეთი, რაც დღეს მსოფლიოში ტრიალებს? გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი, არ მოვიდა დრო, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი?!“- წერს Facebook-ზე ნინო ფოჩხუა.

Aburjga Tasmanieli ჩემი მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატოიბაზე!
რა თქმა უნდა პრემიერი ღარიბაშვილი იძულებული იყო და ქვეყნის შიგნით საშინაო მშვიდობისათვის დასავლეთის პროპაგანდით ტვინგამორეცხილი ეგზალტირებული მასისათვის დაეთმო! რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ასე თუ ისე შეიძლება გამართლება, რადგანაც ლგბტ პარტიებს და დასავეთიდან მართულ მტრულ ასო-ებს და მათ მსახურ მასმედიას დიდი სურვილი აქვთ ქვეყანაში ისეთი არეულობა მოაწყონ, რომ თუ თითონ არ იქნებიან ხელისუფლებაში ქვა ქვაზეც არ დარჩენილა!
ეს ხელმოწერა არ არის რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა, არავითარი ისტორიული დოკუმენტი ეს არ არის და არც იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს ხელი მოწერილი და რატიფიცირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება! ეს არის ნამდვილი დოკუმენტი და სტატუსი. თუ გინდათ სიმართლე ასოცირების ხელშეკრულება განაცხადიცაა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ეს ახალი განაცხადი პირიქით კიდევ ერთი შუალედური საფეხურის წარმომქმნელი დამაბრკოლებელი მომენტია, რადგანაც განაცხადი არის არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატად აღიარებაზე.
თავისთავად ცხადია, რომ ამ განცხადების დადებითად დაკმაყოფილების შემდეგ ვიქნებით არა ევროკავშირის წევრი, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი! ამ კანდიდატობიდან წევრობამდე ისეთივე მანძილია,
რაც იყო ასოცირებული წევრობიდან ნამდვილ წევრობამდე ან უფრო გრძელიც კი, რასაც გვეუბნება ელემენტარული ლოგიკა! ეს კანდიდატის სტატუსი დაახლოებით იგივეა რაც იყო ჩვენთვის მონიჭებული ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი! ეს არის სრული სიბრიყვე და ქართველი ხალხის მოღორება ევროკავშირის და საერთოდ დასავლეთის იმპერიალისტური წრეების მიერ!
ეს არის საქართველოს სუვეერენიტეტის მორიგი საშინელი ხელყოფა! თუ ამ განცხადებას დააკმაყოფილებენ თქვენ მერე ნახეთ ლგბტ პრაიდები, იუვენალური იუსტიცია, საქართველოდან დარჩენილი უკანასკნელი ახალგაზრდობის მასიური გადინება, კვოტები ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან დევნილების მასიურად ჩამოსახლებაზე ! ძალიან დიდი იმედი მაქვს ღმერთი დაგვიფარავს და არ მოხდება ამ განაცხადის დაკმაყოფილება!
3 წლის უკან