თუნდაც მცირე შესაძლებლობა, შანსი რომ ყოფილიყო იმისა, რომ საქართველოს მიერ სანქციებზე შეერთებას, ხელის მოწერას, თუნდაც მცირედით მაინც გავლენა მოეხდინა რუსეთის სახელმწიფოს იძულებაზე, შეეწყვიტა სამხედრო ოპერაცია, დარწმუნებული ვარ ამაზე ხელისუფლება არ დაფიქრდებოდა, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენი სანქციები კოღოს ნაკბენივით იქნებოდა და ქართველ ხალხს უფრო დააზარალებდა. ეს ყველამ იცის. ეს გადაწყვეტილება, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს სანქციებზე მიერთება ამ შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა“, - განაცხადა გიორგი ყარყარაშვილმა.