უკრაინა უკვე ერთი კვირაა რუსეთის ჯარებს წინააღმდეგობას უწევს - ამის არც ჩვენს მოწინააღმდეგეებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას სჯეროდა, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა.
„168 საათი. უკვე ერთი კვირა უკრაინა წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტებს. არც რუსეთში და არც დასავლეთში არავის სჯეროდა ამის. მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ეს უკრაინის დამცველების გმირობისა და სარდლობის პროფესიული ქმედებების შედეგია.
„რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. საავადმყოფოებს ესვრიან, ქალებსა და ბავშვებს კლავენ. ეს უკვე არმია არ არის. ისინი ჩვეულებრივი ლაჩრები და ტერორისტები არიან“, - აღნიშნა მან.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს თითქმის ცხრა ათასი რუსი სამხედრო ემსხვერპლა.