რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა (UNHCR), ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

„სულ რაღაც შვიდ დღეში ჩვენ შევესწარით უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გასვლას. დროა უკრაინის შიგნით მილიონობით ადამიანისთვის იარაღი გაჩუმდეს, რათა სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდეს“, - აღნიშნა ფილიპო გრანდიმ.