მიხეილ პოდოლიაკი: საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები, საკვები, წამლები, ბავშვების ევაკუაცია - საკმარისია სიტყვები

მიხეილ პოდოლიაკი: საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები, საკვები, წამლები, ბავშვების ევაკუაცია - საკმარისია სიტყვები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული კორიდორების დაუყონებლივ მოწყობაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგნან, დაუყოვნებლივ მოროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები - საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“ - წერს პოდოლიაკი.