ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი - ესენი არიან რუსეთის მეგობრები და სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი - ესენი არიან რუსეთის მეგობრები და სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის

რუსეთს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მხარი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ დაუჭირა - ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი - ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„შესანიშნავი შედეგი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: 141-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვს. 141 ქვეყანა მხარს გვიჭერს, რუსეთს კი - მხოლოდ ოთხი ქვეყანა: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი. ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

2 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. შესაბამის რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.