აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა.

„ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს, თუ ეს შესაძლებელია. ეს ქმნის კლიმატს, ქმნის პირობებს უხეში არასწორი გამოთვლებისთვის და ჩვენ არ გვინდა ამის დანახვა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

27 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.