„საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები კორპუსებზე, სკოლებსა და სამშობიარო სახლებზე ღირსების არმქონე ლაჩრების საქციელია. ისინი სამხედროები არ არიან - ისინი არიან ტერორისტები, ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები და ამ სახელს კიდევ დიდხანს ვერ მოიშორებენ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ალექსეი რეზნიკოვი.
მისი თქმით, დღეს არაერთი უკრაინული ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა განიცდის რუსულ ტერორს, განსაკუთრებით - ხარკოვში, მარიუპოლსა და ხერსონში.
„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „რუსული სამყარო“ არ არსებობს. ეს არის ნაცისტური იდეოლოგია, რომელიც იხარშება რამდენიმე მანიაკის თავში, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ რუსეთში ძალაუფლებას“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.